ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს - ევროინტეგრაციას

ჩვენთვის რა თქმა უნდა, მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი დილემებით საზოგადოებასთან საუბარი არ უნდა ხდებოდეს.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი დილემებით უნდა ესაუბრებოდნენ ჩვენს საზოგადოებას რომ ან უარი უნდა თქვან ევროინტეგრაციაზე, ან უარი უნდა თქვან ტრადიციულ ფასეულობებზე. ეს არ არის სწორი და ჯანსაღი დილემა. შესაბამისად, საკითხი თავისთავად აქტუალურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას შეეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოკითხვა ნებისმიერ თემაზე შეიძლება ჩატარდეს.
„არ ვიცი, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ მაქვს პოზიცია. ზოგადად, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, პირველ რიგში, ყველაფერი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილებები, თუმცა ამ კონკრეტულ თემაზე გამიჭირდება დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები არის ეფექტიანი და ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას.
„ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ტენდენციებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის როგორ აისახება პროპაგანდა სტატისტიკაზე ნეგატიური მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ამის პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას ემსახურებოდა ამ კანონების მიღება. თუ ეს კანონები არ არის აქტუალური და რელევანტური, მაშინ რატომ დარდობენ ასე ამ კანონების მიღების გამო. სინამდვილეში ეს კანონები არის ეფექტიანი, ეს კანონები ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას და სწორედ ამიტომ დარდობენ ის ძალები და ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ არამარტო საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში მანკიერ პროპაგანდას. ეს კანონები უნდა დარჩეს ძალაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1755284452
მსოფლიორუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა
რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის ქალაქ ანკორიჯში დღეს გაიმართება. რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში...
1755284042
საზოგადოებამსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: სურამის შემოვლითი გზის გახსნით ვაღიარებთ, რომ თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს
„საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე“,...
1755283707
საზოგადოებაკობა მურადაშვილი: მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90%-დან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები
„ეს ნდობა და ეს შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი პოზიციიდან გავაკეთო უფრო მეტი სიკეთე, უფრო მეტად მოვემსახურო ჩემს ხალხს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა წ...
1755283206
მსოფლიოდონალდ ტრამპი ანკორიჯში ჩაფრინდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაზე ჩაფრინდა. იქ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უნდა გამართოს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, პუტინსა და ტრამ...
1755282083
საზოგადოებაპრემიერი გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლების ბერლინში შეხვედრაზე: კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით
ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერ-მინისტ...