ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა

როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი გაყალბებული გზით იყო დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ომის დაწყებით მან გარე დავალება შეასრულა.
„2018 წელს პირველად განაცხადა „ნაცმოძრაობამ“, რომ მათ არ დაუწყიათ ომი, მანამდე არც ერთხელ არ გაუბედავთ ამის თქმა, რადგან ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა 2008 წლის დილიდან, როდესაც გვიცხადებდა პირადად სააკაშვილი, გვიცხადებდნენ იაკობაშვილი, ლომაია და სხვები, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, ისინი ათავისუფლებდნენ ცხინვალის რეგიონს, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდები და ა.შ. ეს ხომ ყველას გვახსოვდა, ამიტომ 2018 წლამდე ვერ ბედავდნენ საპირისპიროს თქმას და 2018 წელს გადაწყვიტეს, რომ თურმე არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს ასევე გადაწყვიტეს, რომ ომი დაიწყო არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს და ა.შ. ეს ყველაფერი არის სირცხვილი. 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ცალსახად. ის იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ამ მოღალატემ, გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი.
როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში, მოატყუეს ხალხი. ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები, მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს, შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1754903183
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი
დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ად...
1754903121
საზოგადოებაპრეზიდენტი: „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადავო საკითხში - რუსეთი რომ ოკუპანტია ამას ყოველთვის აღვნიშნავთ
შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძ...
1754903018
საზოგადოება„ქართული ოცნება“ დღეს, 17:00 საათზე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის გორგასლის ო...
1754902940
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა
ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემო...
1754902830
საზოგადოებაპრემიერი: ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებშია დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალურ მოძრაობისაც“ აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და თ...