შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას. არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას

თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარეობს რეგისტრაცია, 17 პარტიას ჰქონდა განაცხადი და ამ ეტაპზე სავარაუდოდ 17 პარტიაა რეგისტრირებული. მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 პარტიიდან, 2 არ მონაწილეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.
„რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგია ქართული დემოკრატიისთვის და ეს შედეგი უკვე კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფორმალური ბირთვი, მისი სახელწოდებით, საარჩევნო ნომრით და ა.შ. დღეს გამქრალია საარჩევნო ბიულეტენებიდან. გამქრალი იქნება საკუთარი არჩევანით. მისასალმებელია, რომ ამით ხდება მათ შორის ფორმალური დემონტაჟი „ნაცმოძრაობის“ და „ნაცობის“, როგორც იდეოლოგიის.
რაც შეეხება არჩევნებს, უკვე აქტიურად დავიწყეთ კამპანია, წარდგენილია თბილისის მერობის კანდიდატი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, უკვე ხდება გაცხადება ჩვენი მერობის კანდიდატების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში.
დღეს რადიკალური ოპოზიცია ერთ რამეს ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას და მანდატს, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივმა თვითმმართველობებმა. ჰპირდებიან, რომ საბოტაჟით იქნებიან დაკავებული, თუკი მათ მანდატი ექნებათ და არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1754905464
საზოგადოებაპრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია რეგიონში, რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს
მინდა მივულოცო ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...
1754904315
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი
მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ჟ...
1754903322
საზოგადოებაპარიზისა და ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟების უპირობოდ წაგების მიუხედავად, ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ანაკლიის პორტის“ პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო
„ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენ...
1754903245
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა
როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს...
1754903183
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი
დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ად...