პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია რეგიონში, რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

 მინდა მივულოცო ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის შეფასებით, მთლიანობაში, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.

„ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმების გაფორმებას. ყველანაირად ვცდილობდით, რა რესურსიც გვქონდა, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ტრამპს უნდა გადავუხადოთ მადლობა. სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. 
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის პრინციპულია, რომ განმტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც, მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ეს ხელს შეუწყობს, როგორც მშვიდობის, ისე კეთილდღეობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში.

საქართველოს უკავია კვლავაც ცენტრალური ადგილი ჩვენს რეგიონში. გასული 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ჩვენ უზრუნველვყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის განმტკიცებას. ეს იყო ჩვენი როლი, რასაც ძალიან აფასებენ ჩვენი მეგობრები, მეზობლები, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება. ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754907587

საზოგადოება

თბილისის მერი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

 თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე, მეტროსადგურში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული...

კახა კალაძე

1754905397

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მათ მისცემენ ხმას, ისინი არევენ ქვეყანას და შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას. არავინ არ მისცემს საბოტაჟისთვის მათ ხმას

 თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარეობს რეგისტრაცია, 17 პარტიას ჰქონდა განაცხადი და ამ ეტაპზე სავარაუდოდ 17 პარტიაა რეგისტრირებული. მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 პარტიიდ...

შალვა პაპუაშვილი

1754904315

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი

 მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ჟ...

ირაკლი კობახიძე

1754903322

საზოგადოება

პარიზისა და ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟების უპირობოდ წაგების მიუხედავად, ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ანაკლიის პორტის“ პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო

 „ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენ...

მამუკა ხაზარაძე

1754903245

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა

 როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს...

ირაკლი კობახიძე