პარიზისა და ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟების უპირობოდ წაგების მიუხედავად, ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ანაკლიის პორტის“ პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო

„ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილით!”, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია წელიწად-ნახევარში და არა 2029 წელს, როგორც ამას ოცნება გვპირდება. ეს დრო ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ მუშაობს.
„ხელი ეწერება სამმხრივ მემორანდუმს აშშ-სომხეთ-აზერბაიჯანის „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნასთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ს პატრონაჟით და უსაფრთხოების გარანტიით, გაიხსნება მძლავრი სატრანსპორტო დამაკავშირებელი მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის.
ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილით! საქართველომ რომ არ დაკარგოს ის უნიკალური შანსი, რაც ღმერთმა გვიბოძა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სახით და არ გავხდეთ ჩიხი უახლოეს მომავალში, საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობაში და ოპერირებაში. ეს ქვეყანას მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას, ინვესტორებს, უსაფრთხოების ფორმატსა და რაც მთავარია ათობით ათას სამუშაო ადგილს.
ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია წელიწად-ნახევარში და არა 2029 წელს, როგორც ამას „ოცნება“ გვპირდება. ეს დრო ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ მუშაობს.
პ.ს. ვიცი, რომ ამას „ოცნება“ არ გააკეთებს, თუმცა ეს უნდა დამეწერა აუცილებლად...
მამუკა ხაზარაძე საკანი #208”, - წერს მამუკა ხაზარაძე.
1754903183
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი
დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ად...
1754903121
საზოგადოებაპრეზიდენტი: „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადავო საკითხში - რუსეთი რომ ოკუპანტია ამას ყოველთვის აღვნიშნავთ
შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძ...
1754903018
საზოგადოება„ქართული ოცნება“ დღეს, 17:00 საათზე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის გორგასლის ო...
1754902940
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა
ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემო...
1754902830
საზოგადოებაპრემიერი: ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებშია დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალურ მოძრაობისაც“ აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და თ...