ირაკლი ნადარეიშვილი: ლონდონის საფონდო ბირჟა უმასპინძლებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან

ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლონდონში ფორუმის მიმართ ამჯერადაც ძალიან მაღალი ინტერესია.
„ღონისძიებაზე 180-ზე მეტი წარმომადგენელია დარეგისტრირებული სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან. მოლოდინი გვაქვს, რომ ფორუმი წელსაც ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს დელეგაცია საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ლონდონში იმყოფებიან ქვეყნის ეკონომიკური უწყებების და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს საინვესტიციო შეთავაზებაზე საუბრისას ყურადღებას რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე ამახვილებს - ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო, ასევე ის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, განსაკუთრებით რეგიონში დღემდე არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე.
„ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანას, არამედ როგორც საკუთარი ზრდის პლატფორმას. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ უკვე მესამე წელია ვიკრიბებით ლონდონში - რომ ვესაუბროთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
1747418668
ახალი ამბებიამინდი კვლავ გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელით აფრთხილებს. 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან...
1747417039
ახალი ამბებიოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლებასაზოგ...
1747414597
სპორტითბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა
თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი...
1747414364
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება
მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძ...
1747412985
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის
„დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანე...