ირაკლი ნადარეიშვილი: მეწარმეობის მხარდაჭერა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში დამტკიცდა 1200-ზე მეტი სესხი, ჯამური მოცულობით 60 მლნ ლარამდე. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციით დამატებით 2,643 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ სეგმენტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - ეს გამოიხატება მთელ რიგ სახელმწიფო პროგრამებში როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ტექნიკური დახმარების, ექსპორტის ხელშეწყობის და სხვა მიმართულებებით.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ პოლიტიკის პოზიტიური შედეგები აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე. „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში OECD - ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ყველა პარამეტრის მიხედვით და არის სამაგალითო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები უყურებენ როგორც საუკეთესო გამოცდილებას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სააგენტომ ერთი წლის წინ აამოქმედა პროგრამა, რომელიც უშუალოდ მიკრომეწარმოების განვითარებას შეეხება. მისი შეფასებით, პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსით და დიზაინით - სესხის საპროცენტო განაკვეთები ფიქსირებულია ყველა პარტნიორ ბანკში და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ქალი მეწარმეები, მაღალმთიან რეგიონებში წარმოებული ბიზნესები და სხვ.

„ეკონომიკის სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ გამოვავლინოთ აღნიშნული სეგმენტის კონკრეტული საჭიროებები, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო მეტ წარმომადგენელს ჰქონდეს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758565975

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის

,,არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის”,-წერს...

შალვა პაპუაშვილი

1758564071

საზოგადოება

თბილისის მერია ბავშვთა სპორტის განვითარების საპილოტე პროგრამას დაიწყებს

 ბოლო პერიოდში ჩვენს სპორტსმენებს არნახული წარმატება რომ აქვთ, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება, - განაცხადა „ქართული...

კახა კალაძე

1758564007

საზოგადოება

კახა კალაძე: მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს

 „მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალა...

კახა კალაძე

1758562997

საზოგადოება

მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს

 მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ კულტურის, განათლების, სპორტისა...

თბილისის მერია

1758562923

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა

 საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზული კლუბი ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია