მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს

 მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერისკენ მიმართულ მუნიციპალურ პროგრამებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე
დეტალურად ისაუბრა.

„განათლება და მისი ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ვგეგმავთ გავაფართოოთ „წარჩინებული მაგისტრანტების სასტიპენდიო პროგრამა", რომელიც თბილისში უკვე რამდენიმე წელია, ოპერირებს. ასევე, გვაქვს პროგრამა, რომელიც ეხმარება სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სწავლის სურვილი. ამ პროგრამის საშუალებით, 20 000-მდე მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, შშმ სტატუსის მქონე სტუდენტი დაფინანსდება", - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინიციატივა, რომელსაც მერია აფინანსებს.

„ეს არის ძალიან ბევრი ახალგაზრდული ფესტივალი, ბანაკი, სემინარი, ვორქშოპი. ამ ღონისძიებების დაფინანსებას მომდევნო წლებშიც აქტიურად გავაგრძელებთ", - განაცხადა მან.

მერის მოადგილემ მეწარმეობის განვითარებასა და ახალგაზრდებში ამ უნარის დანერგვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროგრამა, რომლის გაფართოებას
ვგეგმავთ. ამ პროექტის ფარგლებში, მომდევნო წლებში დაფინანსდება 100-ზე მეტი ბიზნესმოდელზე დაფუძნებული სამეწარმეო პროექტი" - აღნიშნა ბასილაიამ.

მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი", რომლის ფარგლებში გაძლიერდება ციფრული ტექნოლოგიების მიმართულება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მერის მოადგილის თქმით, მომდევნო წლისთვის დაიწყება კოჯრის ახალგაზრდული სოფლის მშენებლობა, რომელიც იქნება უპრეცედენტო პროექტი რეგიონისთვის. მისი განცხადებით, შესაბამისი ტერიტორია უკვე მოძიებულია და პროექტიც შემუშავებულია.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, დაგეგმილია ორი ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა ჩუღურეთსა და დიღმის მასივში; ასევე, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, განხორციელდება 5 ახალგაზრდული ცენტრისრეაბილიტაცია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758565975

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის

,,არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის”,-წერს...

შალვა პაპუაშვილი

1758564071

საზოგადოება

თბილისის მერია ბავშვთა სპორტის განვითარების საპილოტე პროგრამას დაიწყებს

 ბოლო პერიოდში ჩვენს სპორტსმენებს არნახული წარმატება რომ აქვთ, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება, - განაცხადა „ქართული...

კახა კალაძე

1758564007

საზოგადოება

კახა კალაძე: მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს

 „მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალა...

კახა კალაძე

1758562923

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა

 საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზული კლუბი ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

1758561702

საზოგადოება

კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა

 პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებშ...

კახა კალაძე