კახა კალაძე: მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს

„მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ დაწყებული ყველა პროექტი და პროგრამა აქტიურად გაგრძელდება, რაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
“მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. შეუქცევადია ის პროცესები, რაც მიდის - პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ქალაქისთვის. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფერზე საუბარი, დღეს ჩვენ რომ მშვიდობა არ გვქონდეს ქვეყანაში. ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის თემა არ არის. ყველაფერი კომპლექსურია, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ის, რომ გვაქვს მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, რა თქმა უნდა, გვაძლევს შესაძლებლობას, ვისაუბროთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს - გზების, გამზირების რეაბილიტაციას, განახლებას; გავაგრძელებთ ახალი ბაღებისა და საფეხბურთო სკოლების მშენებლობას; მხარდაჭერას სტუდენტებისთვის; სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ამ ყველაფერზე თამამად საუბრის შესაძლებლობას მაძლევს ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს. ეს ჩვენთვის, მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, დედაქალაქისთვის და პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი ძალაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მმართველ გუნდს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე, წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამ მასშტაბის პროექტებზე საუბარი. მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, თითოეულ პარლამენტარს მხარდაჭერისთვის, რადგან რეფორმების, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების გარეშე წარმოუდგენელია, ჩვენი დედაქალაქი წარმატებული იყოს. მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს. ძალიან დიდი პატივია, უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს ჩემთვის. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა, ვიყო თბილისელების სამსახურში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1758565975
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
,,არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის”,-წერს...
1758564071
საზოგადოებათბილისის მერია ბავშვთა სპორტის განვითარების საპილოტე პროგრამას დაიწყებს
ბოლო პერიოდში ჩვენს სპორტსმენებს არნახული წარმატება რომ აქვთ, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება, - განაცხადა „ქართული...
1758562997
საზოგადოებამომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს
მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ კულტურის, განათლების, სპორტისა...
1758562923
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზული კლუბი ავრცელებს.
1758561702
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებშ...