საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
განხილული იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და სლოვაკ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
1758564071
საზოგადოებათბილისის მერია ბავშვთა სპორტის განვითარების საპილოტე პროგრამას დაიწყებს
ბოლო პერიოდში ჩვენს სპორტსმენებს არნახული წარმატება რომ აქვთ, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება, - განაცხადა „ქართული...
1758564007
საზოგადოებაკახა კალაძე: მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
„მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალა...
1758562997
საზოგადოებამომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს
მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ კულტურის, განათლების, სპორტისა...
1758562923
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზული კლუბი ავრცელებს.
1758561702
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებშ...