Justin Timberlake-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია: „დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა, 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია“

Justin Timberlake-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს დაიწყო. ამერიკელი მეგავარსკვლავი ათობით ათასი მელომანის წინაშე „დინამო არენაზე“ 23 ივლისს წარდგება.

„დღეს Starring Georgia-სთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. 6 საათში გაყიდული 55 000 ბილეთი, ჩვენი ახალი რეკორდი და საამაყო ციფრებია.

დიდი მადლობა თითოეულ მელომანს ამ მუხტის შექმნისა და გაზიარებისთვის, შევხვდებით 23 ივლისს, დინამო არენაზე“, - ნათქვამია starring Georgia-ს facebook პოსტში.

ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს „DreamWorks-ის“ ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can’t Stop the Feeling!” 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday-იდან“, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish” და „No Angels.“

23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ მელომანებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სინგლებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746642369

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა

სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა დასავლეთში პირველი ვიზიტით 7 მაისს, ელისეის სასახლეში ჩავიდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რო...

მაკრონი

1746640384

საზოგადოება

მერიის ცნობით, დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია...

ავტოსბუსი

1746638815

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუსთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ...

ზურაბ ქადაგიძე

1746637327

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს. ასახლებს ადგილებს რომელიც არ უნდა მოინახულონ. რა კომპეტენცია გააჩნია საელჩოს მსგავსი განცხადებები აკეთოს?!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს....

რეჟისორი

1746635908

მსოფლიო

ვატიკანში კონკლავი დაიწყო

ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი, ოფიციალურად მიმდინარეობს. სიქსტის კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს. 133 კარ...

კონკლავი