მერიის ცნობით, დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
საპრევენციო ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წერეთლის გამზირის გავლით უკავშირდებიან სადგურის მოედანს; N323 და N395 სადგურის მოედნიდან მოძრაობას ფიროსმანის ქუჩით განაგრძობენ და უერთდებიან გიორგი ჩიტაიას ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით, ორივე მიმართულებით.
რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, N333, N362 და მიკროავტობუსები – N416, N436, N507 და N517 ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობისას შედიან რევაზ ურიდიას ქუჩაზე, საიდანაც გადაადგილდებიან ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ, ხუდადოვის ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევით ისევ უკავშირდებიან დადიანის ქუჩას (ე.წ. გადასასვლელ ხიდთან) და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი მარშრუტებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1746968860
საზოგადოებამეუფე შიო: ჩვენს ხალხშიც ვხედავთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო, ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ
„ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცო...
1746968673
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“. ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“...
1746965996
სპორტიშოთა ომარაშვილმა თბილისის მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვა
თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიო თასის მეორე დღეს შოთა ომარაშვილმა (80 კგ) ორი მედალი მოიპოვა. „შოთა ომარაშვილი პარაძალოსნობაში თბილისი 2025 მსოფლიო თასის ორი მედლის მფლობელია. ინდივიდუალურ მ...
1746965393
საზოგადოება„არა ომს“ - რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა
ამ კვირაში არჩეულმა რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოედანზე შეკრებილები დალოცა, მა...
1746962110
ახალი ამბებიერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს. „ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემა...