კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გულწრფელი მადლობა უნდა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად გავლილი ეს წლები, დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში თქვენი ჩართულობა, ყოველი შეხვედრა, ყოველი გზავნილი სოციალური ქსელით, თქვენი მოსაზრებების გაზიარება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ამ მადლიერებას ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ანგარიშვალდებულებით, ღიაობით, სამომავლო ნაბიჯების გაცნობით. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენს წინაშე, ვიყოთ გულწრფელები და ვისაუბროთ არა მხოლოდ გაკეთებულ საქმეებზე, არამედ სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე, რომელთა გადასაჭრელად გვაქვს კონკრეტული ხედვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განცხადებით, ყველაფერს, მათ შორის კულტურას, სჭირდება მხარდაჭერა, წახალისება, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.
„ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, განკუთვნილია ჩვენი მომავალი თაობისთვის - ახალგაზრდებისთვის, მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, მათი განათლების უზრუნველყოფისთვის, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობისთვის. ძალიან მეამაყება, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ახალგაზრდებისთვის არაერთი სივრცეა, სადაც თავიანთ ნიჭს, შესაძლებლობებს გამოავლენენ და განავითარებენ, ეზიარებიან ხელოვნებას, დაკავდებიან სპორტით, იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
მინდა, მივმართო ახალგაზრდებს: თქვენ, რასაკვირველია, ხართ ჩვენი მომავალი, მაგრამ ასევე ხართ აწმყოს აქტიური მონაწილეები. თქვენი ხედვა, იდეები, თქვენი ჩართულობა პროცესებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქისა და ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენი კარი ღიაა, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. თბილისი ის ქალაქია, სადაც ბუმბერაზი ხელოვანები ქმნიდნენ საქართველოს კულტურის საგანძურს. ასეა დღესაც - თბილისი კვლავაც ხელოვნებისა და კულტურის უდიდესი კერაა. შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ამ ქალაქს არასდროს აკლდა, თანამედროვე ფორმებით წარმოჩინდა. ყველაფერს, მათ შორის კულტურას, სჭირდება მხარდაჭერა, წახალისება, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა თბილისის მერიისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება კი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„კარგად იცით, ჩემთვის რამდენად პრიორიტეტულია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ყველა უბანში, ყველა რაიონში ხელმისაწვდომი ყოფილიყო თბილისელებისთვის სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურა. ყველა დაწყებული პროგრამა გაგრძელდება და გაფართოვდება, უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა განათლების მიღების შესაძლებლობა, კიდევ მეტი მხარდაჭერა ექნება კულტურის სფეროს, გაგრძელდება ახალი პროფესიების დაუფლებისა და დასაქმების ხელშეწყობა. გვიგულეთ თქვენს გვერდით, არ დავიღლებით თქვენს სამსახურში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა, რადგან მათი ჩართულობით დედაქალაქში არაერთი საფეხბურთო სკოლა აშენდა.
ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიის, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე, სპორტსმენები და ახალგაზრდები დაესწრნენ.
1758565975
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
,,არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის”,-წერს...
1758564071
საზოგადოებათბილისის მერია ბავშვთა სპორტის განვითარების საპილოტე პროგრამას დაიწყებს
ბოლო პერიოდში ჩვენს სპორტსმენებს არნახული წარმატება რომ აქვთ, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება, - განაცხადა „ქართული...
1758564007
საზოგადოებაკახა კალაძე: მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
„მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალა...
1758562997
საზოგადოებამომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს
მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ კულტურის, განათლების, სპორტისა...
1758562923
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზული კლუბი ავრცელებს.