კახა კალაძე ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ ხანძარზე: ძალიან მძიმე იყო დამწვარი ტერიტორიის კადრები, დაზარალებული ადამიანები და კარგად მესმის მათი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ექნებათ ფინანსური მხარდაჭერაც

ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ყველას თანავუგრძნობ 400-მდე დაზარალებულია. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არის ყოველდღიურ კომუნიკაციაში საინიციატივო ჯგუფთან და უმძიმესი მდგომარეობაა ადგილზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, გამოვთქვით მხარდაჭერა. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის კადრები, რაც ვნახე დამწვარი ტერიტორიის, დაზარალებული ადამიანები და ძალიან კარგად მესმის მათი, შევდივარ მათ მდგომარეობაში. ჩვენ აღვუთქვით მხარდაჭერა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ექნებათ ფინანსური მხარდაჭერაც. გარდა ამისა, გვთხოვეს ტერიტორიის დასუფთავება, ეს სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. ასევე გვქონდა კომუნიკაცია ბაზრობის ხელმძღვანელობასთან და ისინიც დავითანხმეთ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
გარდა ამისა, „საქართველოს“ ბანკთან და „თიბისი“ ბანკთან აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით, ამ ადამიანებს აქვთ სასესხო ვალდებულებები და ბანკებიც შემოდიან მხარდამჭერი პროგრამებით, მათ გაუხანგრძლივებენ და შეუმსუბუქებენ ამ გადასახადებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმანეთს გაჭირვების დროს გვერდით დავუდგეთ, მხარი დავუჭიროთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ როდესაც ამ ტიპის საქმიანობას ეწევი, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ამ გაწმენდით პროცესს, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ეს ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას. ჩვენ ბევრი სპეკულაცია, უამრავი სიბინძურე მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, ე.წ. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა ეს იყო სიცრუე და სიბინძურე. ამ 400 ადამიანს ვუცხადებ მხარდაჭერას და თანადგომას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1746780955
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები გასაკვირი არ არის, რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ
ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილება საინფორმაციო ხმაურია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობ...
1746780608
ახალი ამბებიკახა კალაძე: 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა - ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი და ზიზღი
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მ...
1746779458
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკ...
1746778679
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი წალენჯიხა, სოფელი თაია იყო. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
1746777458
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა
2022 წელს ქართველ ხალხს სრულიად უსამართლოდ, დაუსაბუთებლად უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე და უსამართლობა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით ახორციელებს...