ლევან მაჭავარიანი: „ალტერნატივა გერმანიისთვის" არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“

ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ახლა ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებაც ამასთან დაკავშირებით, ტირანია უწოდა ბატონმა რუბიომ ამ საქციელს, როდესაც ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც დღევანდელი რეიტინგებით სხვათა შორის პირველ ადგილზე იმყოფება გერმანიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, იგივე გლობალურ ომის პარტიას, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან „დიფ სთეითს“ და ისინი მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“.
„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც ცოტა გაუგებარია, იქიდან გამომდინარე, რომ იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიასთან ერთად საფრანგეთში რაც მოხდა, ქალბატონი ლეპენი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურა არის, აეკრძალა პოლიტიკაში მოღვაწეობა 5 წლით, რუმინეთში კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა და მოლოდინი იყო, რომ მეორე ტურშიც პირველ ადგილზე გავიდოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინეს ეს შედეგები მოგეხსენებათ და აკრძალეს ეს კანდიდატიც.
ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანდიდატები და პარტიები, ვინც მე ჩამოვთვალე ვერ ჯდებიან „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში, ეს ორჯერ ორი ოთხია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ჩამოთვლილ ფაქტებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ ძალიან მწვავე და კრიტიკული განცხადებები და პოზიციები.
თუმცა, სამწუხაროდ ჩვენ ვერანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ აშშ-დან ამ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, შეგვიძლია საქართველოც გავიყვანოთ ამ ქვეყნების რანგში რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი ქვეყნის მისამართითაც უამრავი უსამართლობა მომხდარა, იგივე სანქციები და ა.შ. და კი ბატონო ძალიან მისასალმებელია, რომ ამ ყველაფერს გმობს მოქმედი ადმინისტრაცია, გმობს სახელმწიფო დეპარტამენტი თან ძალიან მკაცრი სიტყვებით, მაგრამ სამწუხაროდ ამას რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია არცერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1746295333
საზოგადოებალევან მურუსიძე: დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება
რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურ...
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746288065
საზოგადოებადედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...
1746286625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა
საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...