ლევან მაჭავარიანი: მისასალმებელია პრეზიდენტის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ, რა რეიტინგით სარგებლობენ ისინი დღეს საქართველოში

ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ, აქედან გამომდინარე დააკავა ისინი, რაზეც საუბრობენ დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მათ კანონი დაარღვიეს, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასა და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და თუ ისინი პრეზიდენტის წინადადებას არ დათანხმდებიან, ამის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ოპოზიციონერების შიში იქნება. მისი განმარტებით, ოპოზიცია თუ უარს იტყვის შეწყალების შეთავაზებაზე, ისინი შეეცდებიან, არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგი არასრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებით გაამართლონ.
„მისასალმებელია ბატონი ყაველაშვილის ეს ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით.
ბურთი ახლა არის ოპოზიციის მოედანზე. თუ ისინი შეთავაზებას დათანხმდებიან, ექნებათ საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, ხოლო, თუ ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს, რომ ისინი თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იციან წინასწარ რა შედეგსაც მიიღებენ და ამ შედეგის "გაპრავება" სურთ იმით, რომ ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიყავით და სრულფასოვნად საარჩევნო კამპანია ვერ ჩავატარეთ.
კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ ჩვენს მოსახლეობას, რა რეიტინგით სარგებლობენ ისინი დღეს საქართველოში.“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1751722925
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს?
ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია...
1751722857
მსოფლიოტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკში მყოფ ათობით ბავშვს ეძებენ
ტეხასის შტატში წყალდიდობის შემდეგ, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკიდან დაკარგულ ათობით ბავშვს ეძებენ. მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარ...
1751722794
მსოფლიოერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს. ამის შესახებ თურქეთის ლი...
1751719124
სპორტიLa Gazzetta dello Sport: „რომას“ ხელმძღვანელობამ „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონი შესთავაზა, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება
იტალიურმა „რომამ“ გიორგი მიქაუტაძის შეძენისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბმა „ლიონს“, პირველი შეთავაზება გაუკეთა. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, „რომას“ ხელმძ...
1751718693
ახალი ამბებიკოალიცია „ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
„კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს კოალიცია „ძლი...