მალხაზ გულაშვილი: დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას
დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.
მისივე თქმით, გენდერულ თემებზე გარე ძალების ზეწოლისგან თავის დაცვა მხოლოდ ერისა და ხელისუფლების ერთიანობის შედეგად შეიძლება.
„როდესაც 29 აპრილს გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ერს მოუწოდა, რომ ჩვენ დაუმორჩილებლობას ვიწყებთ იმ კანონების წინააღმდეგ, რომელსაც თავს გვახვევენ, მთელმა ერმა დადებითად და პოზიტიურად უპასუხა. თუ გახსოვთ, არჩევნებში ზუსტად იმ რაოდენობის ადამიანმა დაუჭირა მხარი მმართველ ძალას, რაც გამოვიდა ქუჩებში - 1,300 მლნ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას. ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს ერისა და ქართველი ხალხის ინტერესებს და შესაბამისად, ვერანაირი ძალა, ვერც მსოფლიოს გლობალური ძალები და ვერანაირი ძალები ვერ შეარყევენ ქართველი ერისა და საქართველოს ხალხის ურყევ ნებას“, - აღნიშნა გულაშვილმა.
კითხვაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ზეწოლის გათვალისწინებით, გახდება თუ არა საქართველოში მიღებული ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ბარიერი, გულაშვილმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, 2028-2030 წლისთვის საზოგადოება სხვანაირ ევროკავშირს იხილავს.
„ისეთს ვერ ვიხილავთ, როგორიც დღეს არის. დღეს ეს ევროკავშირის გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას. იქ აქვთ რაღაც ახირებული აზრები და ამ ახირებული აზრების გამო ქართველი ერი არ მოინდომებს ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას, პირდაპირ გეტყვით“, - აღნიშნა გულაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი ეროვნული ღირებულებები „ევროკავშირის ღირებულებისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება“.
„შესაბამისად, რა გვინდა ისეთ გაერთიანებაში, სადაც ჯერ არ შევსულვართ და უკვე რაღაც დიქტატორული მეთოდებით გვეპყრობიან და ტოტალიტარული მეთოდებით გვაიძულებენ, რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც არც ღმერთისა და არც ადამიანის წინაშე არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს“, - განაცხადა გულაშვილმა.
1779039629
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
ოჯახურ ტრადიციებს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს. ჯერ შეაჩვიეს ქართული საზოგადოება აზრს, რომ რა მოხდა კაცს თუ კაცი მოეწონება, რადგან ბიოლოგიურად ყველას აქვს უფლება ვისთანაც სურს იმასთან იცხოვროს. შეეცად...
1779036686
მსოფლიო„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილავს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ისინი გუანტანამოს ყურეში, აშშ-ის ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი უესტზე თ...
1779033538
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწ...
1779032587
მსოფლიოისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე დარტყმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰაა ბარუდი მოკლეს. მათივე ცნობით, თავდასხმა ღაზაში გუშინ მოხდა, ბარუდის ლიკვიდაცია კი ცოტა ხნის წინ...
1779030120
მსოფლიოკაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ
ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ერთიანი ევროკავშირი, რადგან ეს ბლოკი არის გეოპოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ვაშინგტონს ანგარიშის გაწევა უწევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა...



























