მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - კახა კალაძე
![](https://exclusivetv.ge/index.php/uploads/files/2024/06/18/22605/kakha-kaladze_w_h.jpeg)
„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
კახა კალაძე აღნიშნავს, რომ როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას. მისივე თქმით, სწორედ ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი.
„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია.
დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით - როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ გააძლებინა, შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი.
მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! საქართველო არ გაჩერდე!“, - წერს კახა კალაძე.
1719937868
სპორტი„მის შესანარჩუნებლად კლუბი მზადაა კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს და სეზონში 5 მილიონი ევრო გადაუხადოს“ - Corriere Dello Sport დე ლაურენტისსა და კვარაცხელიას შეხვედრაზე
იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას და კონტრაქტის საკითხზე წერს. ცნობილი გაზეთის ცნობით, ბონუსების ჩათვლით, კვარას 7 მილიონი ევრო შესთავაზეს. „კვარას შეუძლია „ნაპოლის“ ყველაზე მა...
1719936514
ახალი ამბებირუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი
რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ბალთასთან, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირე...
1719934709
სპორტი„ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები, შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ შეუძლებელი შევძელით“ - გიორგი გველესიანი
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ქრონიკასთან“ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა. ფეხბურთელი ამბობს, რომ შედეგი დაუღალავმა შრომამ, რწმენამ და თავდაჯერებამ მოიტანა. გიორგი გველესიანმა განსაკუთრ...
1719929583
ახალი ამბებითბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა...
1719926417
ახალი ამბები14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. სასამართლო პროცესს აი...