ნათია თურნავა ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ასგეირ იონსონთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ცვალებად გარემოში არსებულ ფინანსურ სისტემებზე და მსოფლიოს შეცვლილი დღის წესრიგის პირობებში მონეტარულ პოლიტიკაზე.
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან.
ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ასგეირ იონსონი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური ფინანსური სისტემა ცვალებად გარემოში: გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე“.
1748618781
ახალი ამბებიავარია თერჯოლაში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამ...
1748616846
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში უნდოდათ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ
„მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში ერთადერთი რაც უნდოდათ, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ. ამი...
1748615183
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი გლობალური ახალი წ...
1748613285
საზოგადოებადეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა შეეფარდათ
ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს, რომლებსაც შსს დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა. 17 მა...
1748612789
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი
„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების...