ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა

 ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა.

საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 63% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა.

ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.

მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია; მონაცემთა შესაძლებლობები; იმპლემენტაცია; ბიუროკრატიის ხარისხი. საქართველო კოორდინაციის მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა; ბიუროკრატიის ხარისხით კი 25-ე პოზიცია დაიკავა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „ ინსტიტუტები, როგორიცაა სამინისტროები, საჯარო დეპარტამენტები და საკანონმდებლო ორგანოები, წარმოადგენენ კარგად მოქმედი მთავრობის ქვაკუთხედს. ძლიერი ინსტიტუტები ეფუძნება მიზანს, შეუძლიათ კოორდინაცია და ეფექტური მუშაობა სხვებთან, გააანალიზონ და კარგად იმოქმედონ ახალი ინფორმაციის საფუძველზე და შეუძლიათ გეგმებისა და პოლიტიკის კონკრეტულ ქმედებებად და პროგრამებად გარდაქმნა“.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755160481

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას

 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ს...

გიორგი ჯინჭარაძე

1755158264

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: მადლობა ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით

 საქართველოს ნაკრების და „პსჟ-ის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემთან“ გამარჯვების და თასის მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობას გეტყვით ყველას...

ხვიჩა კვარაცხელია

1755158199

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: პოლიტიკური და მარეგულირებელი თვალსაზრისით, საქართველომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარა...

თანდაშვილი

1755156912

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ

 დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი...

დავით მათიკაშვილ

1755156734

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა

 როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ...

თეიმურაზ წიქვაძე