ნინო წილოსანი: ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა „ნიუსი“, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან
ელენე ხოშტარია დადასტურებულად დამნაშავე და კრიმინალია, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლებისთვისაც სასჯელს იხდის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა. მისივე შეფასებით, ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არ გადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, რადგან გირაოს გადახდა შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
„მან თავისი თავი დააპოზიციონირა, როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა. ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს, როგორც კანონდამრღვევი. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკაა, რომ დამნაშავეები რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ. ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი თავი გირაოს არგადახდით დაიპატიმრეს. გირაოს გადახდა შეეძლოთ და ის აღმკვეთი ღონისძიებაც არ მიესჯებოდათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. ადამიანს როცა აქვს საპატიმრო გირაოთი ჩანაცვლების არჩევანი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავეა და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვხვდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის რეციდივისტია. დაახლოებით 16-ჯერ ერთი და იგივე დანაშაული აქვს ჩადენილი“, - განაცხადა წილოსანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
1774442347
ახალი ამბებიფოჩხუა ირაკლი ხომასურიძეზე: „ნაცმოძრაობის" დროს, აქციების დარბევისას თვალი დაკარგა, 80 000 ევრო „ქართული ოცნებისგან“ აიღო კომპენსაცია და კაზინოში წააგო - დღეს „ნაცებისგან" 20 ლარს იღებს და სიონში პროვოკაციას აწყობს
ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, ირაკლი ხომასურიძის მიერ სიონის ტაძარში მოწყობილ პროვოკაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ფოჩხუას ინფორმაციით, ხომასურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველ...
1774442309
მსოფლიოBloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ
თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს....
1774440843
საზოგადოებაგიორგი გაბუნია ხოშტარიაზე: ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს
ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1774439504
საზოგადოებანინო წილოსანი: ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში დისონანსი შეიტანონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება. წილოსანი მათ ფარისევლობაში ადანა...
1774438159
საზოგადოებამეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა
ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო...


























