გიორგი გაბუნია ხოშტარიაზე: ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მედიასთან.

მისი თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ელენე ხოშტარიას საქმეს სამართლებრივი განზომილება აქვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი შეფასება თავად ბრალდებულის დამოკიდებულებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ აანაზღაურა ზიანი, არ მოინანია ჩადენილი დანაშაული.

როცა მოსამართლეს მსგავსი მოცემულობა აქვს, ის ხელმძღვანელობს, როგორც ბრალდებულის პიროვნებით, ასევე მისი დამოკიდებულებით დანაშაულის თაობაზე. ხოშტარიამ სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს. ნებისმიერი მცდელობა, რომ სისხლის სამართლის ეს დანაშაული პოლიტიკურ ნაწილში იყოს გადაყვანილი, წმინდა წყლის სპეკულაციაა.

რა მნიშვნელობა აქვს რამდენი შვილის დედაა? თუ ოთხი შვილის დედაა, თავად უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშაული არ ჩაიდინოს. მან დანაშაული განზრახ და მიზანმიმართულად ჩაიდინა. შეეძლო, ეს დანაშაული არ ჩაედინა და საკუთარ ოჯახსა და შვილებზე ეზრუნა. ვის სთხოვს პასუხს? სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და კანონის დარღვევაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება. კანონი და სახელმწიფო არ უნდა გამოცადო“, – განაცხადა გაბუნიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774444349

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზიდენტმა, გიგ...

ხვიჩა კვარაცხელია

1774444175

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7166 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1774444061

საზოგადოება

ოდიშარია: მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რო...

ბაჩო ოდიშარია

1774442347

ახალი ამბები

ფოჩხუა ირაკლი ხომასურიძეზე: „ნაცმოძრაობის" დროს, აქციების დარბევისას თვალი დაკარგა, 80 000 ევრო „ქართული ოცნებისგან“ აიღო კომპენსაცია და კაზინოში წააგო - დღეს „ნაცებისგან" 20 ლარს იღებს და სიონში პროვოკაციას აწყობს

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, ირაკლი ხომასურიძის მიერ სიონის ტაძარში მოწყობილ პროვოკაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ფოჩხუას ინფორმაციით, ხომასურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველ...

 ნინო ფოჩხუა

1774442309

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს....

ერდოღანი