„საქართველოს ჰიმნით დაიხურა“ - საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 6 მედლით დაასრულა

თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც ირაკლი დემეტრაშვილის დამსახურებით აჟღერდა - ის მძიმე წონაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა პოლონელი გრჟეგორჟ ტერესინსკი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი დაამარცხა. ფინალში კი გერმანელ ლასენი კონეს გაეჯიბრა, რომელსაც იპონით აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილს ერგო, რომლის მეტოქე რუსი არტიომ ზოლოტუხინი იყო და ვაზარით იმარჯვა.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოდა ნიკა ხარაზიშვილი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის წევრ რობერტ ფლორენტინოს დაუპირისპირდა, მაგრამ მარცხი განიცადა.

დღესვე, 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაო.

შედეგად, საქართველო, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით იყო თბილისის გრანდ სლემზე მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამო, ორი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედლით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა.

ოქროს მედლები ლუკა მაისურაძემ და ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო - თორნიკე გიგაურმა, გიორგი ლოლაძემ, ლუკა ჯავახიშვილმა და საბა ინანეიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774442347

ახალი ამბები

ფოჩხუა ირაკლი ხომასურიძეზე: „ნაცმოძრაობის" დროს, აქციების დარბევისას თვალი დაკარგა, 80 000 ევრო „ქართული ოცნებისგან“ აიღო კომპენსაცია და კაზინოში წააგო - დღეს „ნაცებისგან" 20 ლარს იღებს და სიონში პროვოკაციას აწყობს

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, ირაკლი ხომასურიძის მიერ სიონის ტაძარში მოწყობილ პროვოკაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ფოჩხუას ინფორმაციით, ხომასურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველ...

 ნინო ფოჩხუა

1774442309

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ

თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს....

ერდოღანი

1774440843

საზოგადოება

გიორგი გაბუნია ხოშტარიაზე: ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ...

გიორგი გაბუნია

1774439504

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში დისონანსი შეიტანონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება. წილოსანი მათ ფარისევლობაში ადანა...

ნინო წილოსანი

1774438159

საზოგადოება

მეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა

ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო...

მეუფე შიო