ნინო წილოსანი: ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში დისონანსი შეიტანონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება.
წილოსანი მათ ფარისევლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მეუფე შიოს მიზანმიმართულად ხვევენ ბინძურ კამპანიაში.
„ფარისევლები თავის სტანდარტულ როლში არიან. ფარისევლობა არის, როდესაც ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა მის არჩევანს, მის მოსაყდრეს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ, იმისთვის, რომ ეკლესიაში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ეს ინსტიტუცია იყოს ისეთი ძლიერი და სტაბილური როგორც აქამდე იყო, შეიტანონ დისონანსი.
მათ შორის ანდერძთან გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, სინოდში დაპირისპირებასთან დაკავშირებული მათი ნარატივები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბინძურად აფათურონ ხელები საეკლესიო ინსტიტუციაში, რომელიც დამოუკიდებელია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, ყველასთვის ნიშანდობლივია, რომ ჩვენმა პატრიარქმა თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ დატოვა მეუფე შიო და ეს იყო მისი არჩევანი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
1774442347
ახალი ამბებიფოჩხუა ირაკლი ხომასურიძეზე: „ნაცმოძრაობის" დროს, აქციების დარბევისას თვალი დაკარგა, 80 000 ევრო „ქართული ოცნებისგან“ აიღო კომპენსაცია და კაზინოში წააგო - დღეს „ნაცებისგან" 20 ლარს იღებს და სიონში პროვოკაციას აწყობს
ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, ირაკლი ხომასურიძის მიერ სიონის ტაძარში მოწყობილ პროვოკაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ფოჩხუას ინფორმაციით, ხომასურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველ...
1774442309
მსოფლიოBloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ
თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს....
1774440843
საზოგადოებაგიორგი გაბუნია ხოშტარიაზე: ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს
ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1774438159
საზოგადოებამეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა
ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო...
1774437170
საზოგადოებანინო წილოსანი: ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა „ნიუსი“, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან
ელენე ხოშტარია დადასტურებულად დამნაშავე და კრიმინალია, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლებისთვისაც სასჯელს იხდის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსან...



























