პრემიერ-მინისტრმა 5 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში- ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
„ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებსირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა.პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1746540265
საზოგადოებამეუფე იაკობი: რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება?
„რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% მოახდინა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?“ - ამის შე...
1746537895
მსოფლიოჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს და იმედი გამოთქვა, რომ მის ამ სურვილს რუსეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს. ჟურნალისტებმა...
1746537077
საზოგადოებაკახა მიქიაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე
„უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია, მაგრამ არის თემები, რაც უზნეობაა! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თ...
1746536968
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7477 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1746534165
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად
საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქა...