პრემიერი: ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, რომლითაც არავინ დაინტერესდა და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750240538

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა ბორის ჩელე ყურუას აღიარებაზე: ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები

ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამე...

ირაკლი ზარქუა

1750239290

საზოგადოება

თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა, წაიშინეს ხელები, 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ. მალხაზ თოფურიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის...

თოფურია

1750238881

საზოგადოება

ვეტერანი თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო - შემდეგ გამოჩნდა სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა

ეროვნული გვარდია როდესაც ორთაჭალაში იყო, გვქონდა ომში დაღუპული ბიჭების კუთხე გვქონდა - ძირითადად სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების, კანდელი გვენთო და წმინდა ადგილივით იყო. მეტსაც ვი...

ვეტერანი თოფურია

1750238170

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვ...

ლაშა ხუციშვილი

1750236757

ახალი ამბები

გიორგი ტყემალაძე: ტაქსების რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით

„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ...

გიორგი ტყემალაძე