პრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი და გრანტების შესახებ კანონის მიღებით დავამშვიდეთ ქვეყანა
გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მიიღო გრანტების შესახებ კანონი, რის შემდეგაც დამშვიდდა ქვეყანა.
„გრანტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს, რომ მე-5 წლის თავზე უნდათ, რომ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მე-6 მცდელობა. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს“,- განაცხადა პრემიერმა.
1782204178
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს
საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, - ამი...
1782204043
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი დავინახავთ, საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, განახლდება დიალოგი, 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა საქართველო, წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და არ მოსწონთ, გამოდის, მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება
როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალის...
1782203300
მსოფლიოლიეტუვის მთავრობა გადადგა
ლიეტუვის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს ხელმძღვანელობით გადადგა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ დღეს ბოლო სხდომა ჩაატარა, რომელზედაც დათხოვნის გადაწყვ...
1782202921
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან“, ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ, ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ
„ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან“, ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ეტყობა ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კა...
1782202849
ახალი ამბებიპრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი
გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენც...




























