პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისშიშელაპარაკების საფუძველზე, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფიდანერთ პირს ესროლა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად ბრალდებულმა ასევე, განზრახ საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფ სხვა პირის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე, სამსხურებრივი ავტომანქანებით სოფელ ბებნისში გამოცხადდნენ სამართალდამცველები. ბრალდებულმა სანადირო თოფიდანგასროლით დაჭრა ორი პოლიციელი, ერთს კი თავის არეში დაუმიზნა სანადირო თოფი და სცადა გასროლა. ბრალდებულმა სროლის შედეგად დააზიანა შს სამინისტროს სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანაც. მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხოფამიაყენა მამას.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1754836240
ახალი ამბებიკახეთში 25 წლამდე კაცი დაჭრეს - დაშავებული თელავის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული
კახეთში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 9 აგვისტოს, გომბორის უღელტეხილზე, ფოლკლორული დღესასწაულის მიმდინარეობისას მოხდა. დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა....
1754833341
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...
1754832678
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში
საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება...
1754829906
საზოგადოებასაუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზ...
1754829145
მსოფლიოვიტალი კლიჩკო: ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა. ამ ომში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ. ჩვენ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და მჯერა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან
ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ BILD-თან ინტერვიუში. ის ღიად აცხადებს, რომ შეთანხმება რუსეთთან, თუნდაც ტერიტორიების დათმობის გზით, შე...