ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩია.
კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ
რეჟიმში გადაცემა.
254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51-მა კი, ასევე, განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ.
ბოლო ექვსი საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:
📌საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს;
📌 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს;
📌საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს;
📌სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს;
📌 საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში - 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში - 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა.
73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო.
1754851677
მსოფლიოგაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას
გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი ჯონათან მილერი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას. მილერის თქმით, ისრაელს აქვს ხუთი პრინციპი ომის დასასრულებლად. ესენია: „ჰამასის...
1754849452
მსოფლიოთურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი ბალიქესირია. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
1754847160
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა
ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე...
1754845348
მსოფლიოჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა
ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News...
1754843073
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია
არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...