რობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება

როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოეს კვირებში მოხდება, არც ისე სასიამოვნო იქნება.

„გახსოვთ, ძველი აფრიკული სიბრძნე, რომელსაც ხშირად ვიმეორებ? არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ სპილოები, ბალახია ის, ვინც იტანჯება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება საუბარი 15 აგვისტოს, ბალახია ის, ვინც იტანჯება, ამ შემთხვევაში – უკრაინა“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმება.

„შემდეგ ნახავთ, როგორ გაიქცევა ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთს ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. ამ უზარმაზარ ქვეყანაში ისინი ერთმანეთს გაასწრებენ „ბიზნესის შესაძლებლობების“ საძიებლად“, – აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754851677

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი ჯონათან მილერი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას. მილერის თქმით, ისრაელს აქვს ხუთი პრინციპი ომის დასასრულებლად. ესენია: „ჰამასის...

 ჯონათან მილერი

1754849452

მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი ბალიქესირია. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1754847160

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა

ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1754845348

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა

ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News...

ჯეი დი ვენსი

1754843073

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია

არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...

გია ვოლსკი