ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა

ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, პრესკონფერენციას სიმართლის გასაჟღერებლად მართავს.

„სიმართლე კი ის არის, რომ „ჰამასს“ ღაზაში კვლავ ჰყავს ათასობით შეიარაღებული ტერორისტი და პირობას დებს, რომ გაიმეორებს 7 ოქტომბრის სისასტიკეს და გაანადგურებს ისრაელს. ბევრი ღაზაში მცხოვრები გვევედრება, ისინი მსოფლიოს ევედრებიან: გაგვათავისუფლეთ, გაგვათავისუფლეთ და გაათავისუფლეთ ღაზა „ჰამასისგან“. ჩვენი მიზანი არ არის ღაზის ოკუპაცია. ჩვენი მიზანია ღაზის გათავისუფლება, „ჰამასის“ ტერორისტებისგან გათავისუფლება. ომი, შეიძლება, ხვალ დასრულდეს, თუ „ჰამასი“ იარაღს დაყრის და ყველა დარჩენილ მძევალს გაათავისუფლებს“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

მისივე თქმით, ისრაელს ომის დასრულება ძალიან სწრაფად სურს.

„არ მინდა ზუსტ ვადებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მოკლე გრაფიკზე ვსაუბრობთ, რადგან გვსურს ომის დასრულება. ჩვენ ასე ვასრულებთ ომს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ დაასახელა ღაზაში ომის დასრულების ხუთი წინაპირობა: „ჰამასის“ განიარაღება, ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია, ისრაელის საერთო კონტროლი უსაფრთხოებაზე, არაისრაელური სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნა, რომლის მიზანი ისრაელთან მშვიდობის მიღწევა იქნება. მისივე თქმით, ვაშინგტონთან კოორდინაციით, ისრაელი მუშაობს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754851677

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას

გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი ჯონათან მილერი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას. მილერის თქმით, ისრაელს აქვს ხუთი პრინციპი ომის დასასრულებლად. ესენია: „ჰამასის...

 ჯონათან მილერი

1754849452

მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი ბალიქესირია. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1754845348

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა

ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News...

ჯეი დი ვენსი

1754843073

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია

არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...

გია ვოლსკი

1754839694

მსოფლიო

რობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება

როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოე...

რობერტ ფიცო