Reuters: ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ვერ დაამტკიცეს

გერმანიის ბუნდესტაგმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“-ს ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერის თანამდებობაზე ვერ დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მერცს მხარი 310 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის დასამტკიცებლად 316 ხმა იყო საჭირო.
ახლა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატას 14 დღე აქვს, რათა მერცის კანდიდატურას ხელმეორედ უყაროს კენჭი, ან კანცლერის პოსტზე სხვა ადამიანი დაამტკიცოს. როგორც Reuters-ი იუწყება, მეორე კენჭისყრა, შესაძლოა სამშაბათს ჩატარდეს.
ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში პირველ ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ გავიდა (22,55%), მეორე ადგილი პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაიკავა (20,80%), ხოლო მესამე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ გავიდა (16,41%).
1746528907
საზოგადოებალევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინ...
1746528804
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე
„გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, როგორც ჩანს ახლა უკვე ისინიც იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია გა...
1746527308
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა. ალექსანდრე ზაგაშვილს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქ...
1746527198
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა. ლევან ხარაბაძეს, დღემდე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია ეკავა. მას სხვადასხვა...
1746527070
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა. ზაალ გელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. იგი დღემდ...