რევაზ სოხაძე: ქვეყნის ისტორიაში საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა

სენაკში ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი აშენდა. სამუშაოები მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ბაღი ექნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სენაკის ახალი საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.
ახალი საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ყველა საჭირო სივრცე: საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები, გარე რეკრეაციული და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სენაკის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, უკვე დასრულდა 11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობაც. დაგეგმილია კიდევ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ის, მის გუნდთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
„ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, მე და ჩემი კოლეგები, ის თანამშრომლები, რომელთაც კონკრეტულად ევალებათ ეს საქმე, ჩავალთ და ადგილზე მოვინახულებთ ყველა ობიექტს. ასე რომ, იქნება მუდმივი მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად დავიცავთ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს მათთან მიმართებაში,“-აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
1746872616
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობები
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკიგუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემშეაფასა. „9 მაისს მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელ...
1746872542
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა. ნუ ააბდლებინებთ თავს ,,ჰერჩინსკებს"
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე რადიკალების მიერ გამართული "ევროპის მარშს" სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში ევროპის დღე არ აღუნიშნავთ. ზაალ მიქელაძემ რადიკალებს მოუწ...
1746870648
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა
გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა...
1746865655
საზოგადოებადაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში” იღებს მონაწილეობას
დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში” იღებს მონაწილეობას გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე...
1746865391
საზოგადოებაპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...