საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

 ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ამომრჩევლებს ახალ სერვისს - სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მოემზადონ სამი ტიპის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის.

პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება - 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით.

იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია, პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი. გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.

იმიტირებულ გამოცდაზე გავლის მიზნით დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს - სერტიფიცირების პლატფორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746528907

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

 საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინ...

ლევან დავითაშვილი

1746528804

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე

 „გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, როგორც ჩანს ახლა უკვე ისინიც იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია გა...

ლევან მაჭავარიანი

1746527308

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა. ალექსანდრე ზაგაშვილს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქ...

ალექსანდრე წეგაშვილი

1746527198

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა. ლევან ხარაბაძეს, დღემდე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია ეკავა. მას სხვადასხვა...

ლევან ხარაბაძე

1746527070

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა. ზაალ გელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. იგი დღემდ...

ზაალ გელაშვილი