თეა წულუკიანი: „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს ის სამართლებრივი საბაბი, რაც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა

საგამოძიებო კომისიის წინაშე მოწვეულმა კოდორელებმა, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდნენ ან ხეობის მკვიდრნი იყვნენ და ხელში იარაღით იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფოს მხრიდან ხეობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაგეგმილი ღონისძიებები შეაფასეს როგორც განზრახი ქმედება, რომელიც ხეობის მოსახლეობისგან დაცლასა და რუსეთისთვის გადაბარებას ისახავდა მიზნად, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს სამართლებრივი საბაბი, რომელიც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა.
„როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა და სხვა პირებმა აღნიშნეს, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა რუსეთს „საჩუქრად მიართვა“ ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს კოდორის ხეობის რუსეთის მიერ ოკუპაცია გააადვილა: 1. ხეობის დამცველი, ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობა განიარაღდა და ეს მოხდა მაშინ, როცა მათმა წინააღმდეგობამ და მედეგობამ, ქალებისა და კაცებისა, ბევრ აგრესიას გაუძლო და აფხაზეთის ეს დიდი ტერიტორია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ნარჩუნდებოდა სწორედ ამ გზით; 2. ხეობაში მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანით მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვიეს 1994 წლის 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. რუსეთმა მოცემული ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიყენა, გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენა ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც მოიპოვა, რომელიც საქართველოსთვის საზიანო იყო. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს ის სამართლებრივი საბაბიც, რაც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
1756876110
ახალი ამბებიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დ...
1756875866
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის ცვლილებას ვარაუდობენ. ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში...
1756843965
მსოფლიოტრამპი: რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინთან - თუ არაფერი გამოვა, ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. „რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინ...
1756843393
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა ატმოსფერულ ჰაერში, რაც განპირობებულია უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით
„2 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსა...
1756841024
საზოგადოებაპარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა
პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შე...