დიდი იმედგაცრუება-მსოფლიო ჩემპიონი დოპინგზე ჩავარდა და ოლიმპიადას გამოტოვებს

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური კომიტეტის 2023 წლის 5 დეკემბერის, No2023-05 გადაწყვეტილებით, საქართველოს ანტიდოპინგური წესების 10.6 მუხლის 10.6.1.2 პუნქტის შესაბამისად, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ძიუდოში ლუკა მაისურაძეს შეეფარდა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2024 წლის 16 ოქტომბრამდე.

"კომისიაში შემოსული დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს, GADA-ს დოპინგ კონტროლის ოფიცერმა(DCO) აიღო ლუკა მაისურაძისგან შარდის ნიმუში, რომელიც გაიყო ორად და მიეცა საცნობარო ნომრები A1190309 (A ნიმუში), B1190309 (B ნიმუში). ტესტირების ჩატარების პროცესზე, ლუკა მაისურაძეს შენიშვნა პროცესის მიმართ არ ჰქონია, რის შესახებაც მითითებულია დოპინგკონტროლის ფორმაში და დადასტურებულია ხელის მოწერით. იმავე დღეს, 2023 წლის 12 აპრილს ნიმუში გადატანილი იქნა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიერ (WADA) - აკრედიტებული ლაბორატორიაში, დოპინგის ლაბორატორია, კიოლნი, გერმანია (ლაბორატორია).
ლაბორატორიამ, გაანალიზა A ნიმუში WADA-ს ლაბორატორიების საერთაშორისო
სტანდარტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ნიმუშის ანალიზმა დაადასტურა არასასურველი ანალიტიკური შედეგი: (AAF) – S1.2 სხვა ანაბოლური აგენტები/ანობოზარმი (ოსტარინი)."

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი პარიზში ვეღარ გაემგზავრება.

"ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად"-განაცხადა "ლიდერსპორტთან" საუბრისას მაისურაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714291616

სოციალური მედია

კომპანია „ფერი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფერისა” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, - აღნიშნულის შესახებ კომპანია „ფერის“...

ზოგადი

1714289486

სოციალური მედია

ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „ძალიან დახვეწილი ხარ“

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში  საკმაოდ აქტიურია. ამჯერად ნეკა „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც შავ კაბაში პოზირებს.  „ულამაზესი, ცეცხლოვანი“ „საოცრად გამოიყურება“ „...

ააა

1714285680

ახალი ამბები

რუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორ...

აქცია

1714285349

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშ...

შენგენი

1714284719

სოციალური მედია

„ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“ - გია მურღულია საზოგადოებას ბზობას ულოცავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლებ...

გია