მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა ახალ პაპთან, ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში, იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომის ახალ პაპთან ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ და ისაუბრონ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს.

„შედგა ახალი პაპის ინაუგურაცია. მაღალი დონის სტუმრები ესწრებოდნენ ღონისძიებას, სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, დელეგაციასთან ერთად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსალმებოდით ახალ პაპს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში, იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრებთ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის. გვექნება შესაძლებლობა ახალ პაპთან, ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747582535

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთი

1747579056

მსოფლიო

ინდოეთში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ჰაიდარაბადში შენობის პირველ სართულს ცეცხლი გაუჩნდა, რაც მალევე, ზედა სართულებზეც გავრცელდა. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის 5 წლამდე ასაკის 6 ბავშვი....

ინდოეთში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

1747577374

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით „ლესტერი“ და „ვულვზი“ ინტერესდებიან

„ბილალ ელ ჰანუსის შესაძლო წასვლის შემთხვევაში, „ლესტერ სიტი“ მის შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას განიხილავს“, – ინფორმაციას ინგლისური გამოცემა Footballleagueworld ავრცელებს. „„ლესტერ სიტი“ პრემ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1747575169

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: რომის პაპთან შეხვედრა 19 მაისს შედგება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 19 მაისს რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდება. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალი მმართველის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. „დღეს ვატიკანში, წმი...

მიხეილ ყაველაშვილ

1747574299

სპორტი

ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის ფინალშია

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ფინალში იჭიდავებს. მან ნახევარფინალში ბრაზილიელი ჟოაო სეგატე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ესპანელ ა...

ლაშა ბექაური