გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით „ლესტერი“ და „ვულვზი“ ინტერესდებიან

„ბილალ ელ ჰანუსის შესაძლო წასვლის შემთხვევაში, „ლესტერ სიტი“ მის შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას განიხილავს“, – ინფორმაციას ინგლისური გამოცემა Footballleagueworld ავრცელებს.
„„ლესტერ სიტი“ პრემიერ ლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს. გუნდს ახალი სეზონი ახალი გამოწვევებით ელის და, როგორც ვარაუდობენ, არაერთი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას შეეცდება. სავარაუდოა, რომ მათ შორის იქნება ბილალ ელ ჰანუსიც, რომელიც გასულ სეზონში „ლესტერის“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
ჰანუსის წასვლის შემთხვევაში, ამ პოზიციის გასაძლიერებლად ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გიორგი ჩაკვეტაძე სახელდება, რომელმაც სეზონი „უოტფორდში“ წარმატებით ჩაატარა. ათი ნომრის პოზიციაზე ჩაკვეტაძის სახელი დღის წესრიგშია და მისი ტრანსფერი „ლესტერისთვის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.
საქართველოს ნაკრების წევრი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო „უოტფორდში“, რომელმაც პლეი ოფის ზონაში მოხვედრა ვერ შეძლო. ბრიტანული მედიის შეფასებით, ჩაკვეტაძის ტრავმამ, რომელიც სეზონის ბოლოს მიიღო, გუნდს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მისი სისწრაფისა და დრიბლინგის გამო, ის ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მოთამაშედ იქცა. „ლესტერის“ გარდა, მან პრემიერლიგელი „ვულვზიც“ დააინტერესა“, – წერს გამოცემა.
1747582535
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ...
1747580222
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა ახალ პაპთან, ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს
„იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში, იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...
1747579056
მსოფლიოინდოეთში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ჰაიდარაბადში შენობის პირველ სართულს ცეცხლი გაუჩნდა, რაც მალევე, ზედა სართულებზეც გავრცელდა. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის 5 წლამდე ასაკის 6 ბავშვი....
1747575169
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: რომის პაპთან შეხვედრა 19 მაისს შედგება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 19 მაისს რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდება. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალი მმართველის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. „დღეს ვატიკანში, წმი...
1747574299
სპორტილაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის ფინალშია
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ფინალში იჭიდავებს. მან ნახევარფინალში ბრაზილიელი ჟოაო სეგატე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ესპანელ ა...