„კვარაცხელიამ კონტრაქტის განახლებაზე შეიძლება უარი თქვას“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულების განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არაა გამორიცხული პრინციპის გამო ქართველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვას. 

„კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი მძიმეა იმის გამო, რომ ძალიან გაჭიანურდა. ქართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ნორმალურია, რომ მისთვის მტკივნეულია, რომ თითქმის ყველა თანაგუნდელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს მას შემდეგაც, რაც ის სკუდეტოს მოგებაში მთავარი გმირი იყო.

„ნაპოლის“ სურს შეცვალოს მისი ხელფასი, ისინი სთავაზობენ 4 მილიონ ევროს და პლუს 1 მილიონს ბონუსად, კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ, რომელშიც შეიძლება გამოსასყიდი პუნქტიც ჩაიდოს.

ამ შეთავაზებაზე დათანხმება შეიძლება, მაგრამ ახლა, ასევე, შეიძლება პრინციპულად უარის თქმა, იმის გათვალისწინებით აქვს თუ არა, სხვაგან წასვლის ვარიანტი. „ნაპოლის“ არ სურს მისი გაყიდვა და ვიცი, რომ 100 მილიონზე ნაკლებად მოლაპარაკებებზე არ დასხდებიან“, - განაცხადა სკირამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1718547773

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ონის სამხრეთ...

ზოგადი

1718546853

ჰოროსკოპი

„ბევრი რამ, რაც წარსულს უკავშირდება შეიძლება გაცნობიერდეს და გამოსწორდეს“ - რას წერს რამაზ გიგაური

ივნისის მეორე ნახევარი და ოჯახური კარმა - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.  „17 ივნისიდან მერკური და ვენერა გადაინაცვლებენ...

ზოგადი

1718542939

საზოგადოება

„თითქოს მესაზღვრეებმა უკრაინის მოქალაქეზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას“ - შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველი...

ზოგადი

1718540969

საზოგადოება

გლდანში ნაძვები იწვის

თბილისში, გლდანში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხანძარია. აღნიშნული ფაქტის შესახებ თვითმხილველმა ადგილიდან გვაცნობეს. არსებული ცნობით, ცეცხლი ნაძვებს უკიდია. დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

ხანძარიხანძარი

1718537836

სპორტი

„გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია ამ ყველაფერს სტადიონზე გადავიტანთ თამაშის დროს“ - ზურიკო დავითაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ზურიკო დავითაშვილის თქმით, გუნდში მაგარი გარემოა. ამასთან, დავითაშვილი ამბობს, რომ ქართველი ქომაგები მათ მეტ მოტივაციას აძლევენ....

ზურიკო დავითაშვილი