„ქართველი ქომაგის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“ - ლუკა ლოჩოშვილი

გერმანიის ქალაქ ფელბერტში ევრო 2024-ზე მოახლოებული დებიუტისთვის ემზადება საქართველოს ეროვნული გუნდი.

ლუკა ლოჩოშვილის თქმით, ქართველი ქომაგის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან კარგად მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. ავსტრიის შეკრება ნაყოფიერი იყო. კარგ გარემოში ვიყავით და ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ კონდიციებზე, ისე ტაქტიკურ მომზადებაზე.

გერმანიაში უკვე იგრძნობა ევროპის ჩემპიონატის ატმოსფერო. ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ პირველ თამაშს.

ღია ვარჯიშს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, ჩვენთვისაც უფრო ადვილი იქნება თამაში და მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობთ სტადიონზე.

თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში კარგად ასპარეზობენ. საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს. კარგი გამოცდილება და ტესტი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ თამაშის წარმატებით დასრულება, რის შემდეგაც სხვა მატჩებზე ვკონცენტრირდებით“, - აცხადებს ლუკა ლოჩოშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719335509

სპორტი

„საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ თურქეთთან და ჩეხეთთან“ - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და ვილი სანიოლის გუნდი შეაქო.  „საქართველოს ძალიან კარგი...

რობერტო მარტინესი

1719331844

სოციალური მედია

„სიყვარულის ბიჭი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?

დათი ქოქრაშვილი საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო. დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს და დათის ჯანმრთელობის მდგომარ...

დათი ქოქრაშვილი

1719329492

ახალი ამბები

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველს მძიმე დაზიანება არ მიუღია. დაშა...

ააა

1719327389

ახალი ამბები

ტორნადო კახეთში - დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები

კახეთის მხარეს, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტს ტორნადომ გადაუარა. ადგილობრივები სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებენ.  კადრებიდან ირკვევა, რომ დაზიანებულია ალაბერდის ტაძრის გუ...

ტორნადო კახეთში

1719324818

სოციალური მედია

დავით ხუჯაძე 49 წლის იუბილეს ბაქოში შეხვდა - კადრები ადგილიდან

მომღერალ დათო ხუჯაძეს დაბადების დღე აქვს. იგი 49 წლის გახდა. საკუთარ იუბილეს მომღერალი ბაქოში შეხვდა, საიდანაც კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მეგობრებმა და კოლეგებმა სადღესასწაულო ტორტზე სანთელი ღ...

დათო ხუჯაძე