ექსკლუზიური ინტერვიუ ვლადიმერ მჭედლიშვილთან - პირველი ემოციები ევროსასამართლოში სარჩელის მოგების შემდეგ

7 წლის წინ, სიღნაღის პოლიციაში სასტიკად ნაცემი ვლადიმერ მჭედლიშვილი სამართლიანობის აღდგენას წლები ელოდა. ევროსასამართლოში სარჩელის მოგების შემდეგ, პირველ ემოციებს „კურიერი P.S-ს“ უზიარებს.

ვლადიმერ მჭედლიშვილის მძიმე ისტორია 2017 წელს, სიღნაღის ცენტრში მეგობრებთან უწყინარი შეხვედრით დაიწყო. შეკრებილები ლუდს სვამდნენ, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და ალკოჰოლის გამო შენიშვნა მისცა. ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება სამართალდამცველებთან, რის შემდეგაც ვლადიმერ მჭედლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინტერვიუ დაზარალებულთან ზუსტად იმ ადგილას ჩავწერეთ, საიდანაც წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

პოლიციის განყოფილებაში ნაცემი მოქალაქე სიღნაღის სასამართლომ მაშინ ადმინისტრაციული წესით 300 ლარით დააჯარიმა. კადრები, რომელსაც კურიერის არქივი ინახავს, 7 წლის წინ ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ არის გადაღებული. ჩანს, როგორ უჭირს გადაადგილება სამართალდამრღვევად ცნობილ ვლადიმერ მჭედლიშვილს. სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ მას ნეკნების მოტეხილობა, თვალის დაზიანება და სხეულზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა.

სიღნაღის პროკურატურაში გამოძიება გაჭიანურდა, ვლადიმერ მჭედლიშვილმა დახმარება სოციალური სამართლიანობის ცენტრს სთხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროსასამართლოს სარჩელით მიმართა.

სტრასბურგის სასამართლომ ნაცემი მოქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო - დაადგინა, რომ დარღვეულია კონვენციის მესამე მუხლი, რაც წამების და არაადამიანურ მოპყრობის აკრძალვას ნიშნავს. ევროსასამართლომ საქართველოს ხელახალი გამოძიება და დაზარალებულის 3000 ევროს ოდენობით, ფულადი კომპენსაცია დაავალა.

ევროსასამართლოს დავალების შესაბამისად, ხელახალი გამოძიება ჩატარდა - გიორგი ნოზაძე დააკავეს. ის უკვე ყოფილი პოლიციელია. გაირკვა, რომ უწყება 2021 წელს პირადი განცხადებით დატოვა. გიორგი ნოზაძე გორში, საკუთარ სახლთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს.

გიორგი ნოზაძეს ბრალი ძალადობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარედგინა. სასამართლოზე ის ადვოკატის გარეშე მივიდა და თავის მართლებას ისევ ისე ცდილობდა, როგორც 7 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას. ყოფილი პოლიციელი პროცესზე მოითხოვა 50 ათასლარიანი გირაო, თუმცა სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურორი განმარტავს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დანაშაულს საქმეში არსებული ის ვიდეოჩანაწერიც ადასტურებს, რომელიც ევროსასამართლომაც გამოიკვლია.

პროკურორთან ერთად, ნაცემი მოქალაქის დამცველები ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ბრალდებულის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი პოლიციელის საქმის განხილვას 5 აგვისტოს დაიწყებს. გიორგი ნოზაძეს 5-8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სავარაუდოდ, 7 წლის შემდეგ მოძალადის და მსხვერპლის შეხვედრაც სასამართლო დარბაზში შედგება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719335509

სპორტი

„საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ თურქეთთან და ჩეხეთთან“ - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და ვილი სანიოლის გუნდი შეაქო.  „საქართველოს ძალიან კარგი...

რობერტო მარტინესი

1719331844

სოციალური მედია

„სიყვარულის ბიჭი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?

დათი ქოქრაშვილი საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო. დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს და დათის ჯანმრთელობის მდგომარ...

დათი ქოქრაშვილი

1719329492

ახალი ამბები

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველს მძიმე დაზიანება არ მიუღია. დაშა...

ააა

1719327389

ახალი ამბები

ტორნადო კახეთში - დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები

კახეთის მხარეს, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტს ტორნადომ გადაუარა. ადგილობრივები სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებენ.  კადრებიდან ირკვევა, რომ დაზიანებულია ალაბერდის ტაძრის გუ...

ტორნადო კახეთში

1719324818

სოციალური მედია

დავით ხუჯაძე 49 წლის იუბილეს ბაქოში შეხვდა - კადრები ადგილიდან

მომღერალ დათო ხუჯაძეს დაბადების დღე აქვს. იგი 49 წლის გახდა. საკუთარ იუბილეს მომღერალი ბაქოში შეხვდა, საიდანაც კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მეგობრებმა და კოლეგებმა სადღესასწაულო ტორტზე სანთელი ღ...

დათო ხუჯაძე