ნეაპოლი ჩემპიონობისთვის მზადაა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის კალენდარში ცვლილება შევიდა და "ნაპოლის" მატჩი "სალერნიტანას" წინააღმდეგ კვირას, 30 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

ამ დროისთვის "ინტერისა" და "ლაციოს" დაპირისპირება უკვე დასრულებული იქნება და ნეაპოლელებს ეცოდინებათ, "სალერნიტანასთან" გამარჯვება ჩემპიონობისთვის საკმარისი იქნება თუ არა.

ნეაპოლი სრულ მზადყოფნაშია და 33-წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთ, რიგით მესამე ჩემპიონობას იზეიმებს. იმ შემთხვევაში თუ "ლაციო" "ინტერთან" დამარცხდა,  "სალერნიტანასთან" მატჩი ერთგვარი ფინალის ტოლფასი იქნება და გამარჯვების შემთხვევაში ნეაპოლის ქუჩებს ზეიმის დიდი ტალღა დაფარავს.

"ნაპოლისა" და "სალერნიტანას"  პირველი მატჩში, რომელიც იანვარში შედგა,  ნეაპოლელებმა დი ლორენცოსა და ოსიმენის გოლებით 2:0 გაიმარჯვეს. მას შემდეგ, "სალერნიტანამ" აუტსაიდერობას თავი დააღწია და ბოლო 8 თამაშში 2 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.

მატჩის, რომელსაც მარჩენარო განსჯის, მნიშვნელობიდან გამომდინარე, სპალეტი ექსპერიმენტებს მოერიდება და კვლავ ოპტიმალურ შემადგენლობას გამოიყვანს "დიეგო მარადონაზე" (პოლიტანო, მარიო რუი და სიმეონე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან). სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი - დი ლორენცო (კაპ), რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752695644

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: მოლდოვაში სიღარიბე 2%-ით გაუარესდა, დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ მისაბაძი ქვეყანააო, ადრე „გაიშნიკებს“ 2- 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო

მოლდოვას რომ გვადარებენ, მოლდოვაში სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს, „ნაცების“ დროინდელზე ერთი პროცენტით უარესი იყო და ორი პროცენტით კიდევ უფრო გაუარესდა, - განაცხადა „ქარ...

მდინარაძრ

1752695230

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!

ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...

მამუკა მდინარაძე

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი