ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) ატაცში - ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა, რაც მეორე შედეგი იყო; ორჭიდის ჯამში მოგროვებული 276 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია. ორი ბრინჯაოს მედალი აკვრასა და ორჭიდში ძალოსანმა რამინ შამილიშვილმა (55 კგ) მოიპოვა.
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
1745048475
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...
1745048027
ახალი ამბებიმამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...
1745042779
ახალი ამბებიმართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...
1745009610
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს
დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...
1745008023
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...