ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა - მედია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა.

ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ უნგრულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიქტორ ორბანს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე შეხვდა. თავდაპირველად ორბანის პრესსამსახურმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინისა და უნგრეთის ლიდერები ერთმანეთს ხელს ართმევენ. უნგრული მედიის ცნობით კი, ზელენსკი ორბანს სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვდა.

სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები ოთხ ჯგუფად შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს.

ზელენსკიმ ორბანთან ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, ავსტრიისა და სლოვენიის ლიდერებთან ერთად გამართა შეხვედრა.

უნგრული მედია წერს, რომ უცნობია, დაეთანხმა თუ არა ორბანი მიწვევას. თუმცა, როგორც მედია წერს, შეხვედრაზე ზელენსკიმ ჩამოთვალა ის შეიარაღება, რაც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სჭირდება, უნგრეთისა და ავსტრიის ლიდერებმა კი მაშინვე განაცხადეს, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობა გაუარესდა.

ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თავს იკავებს უკრაინის მხარდაჭერისგან.

ორბანმა დასავლეთი და უკრაინის ხელისუფლება რამდენჯერმე გააკრიტიკა, ასევე განაცხადა, რომ მას არ სჯერა ომში უკრაინის გამარჯვების და მოელის, რომ ის ნანგრევებად იქცევა. ორბანის ხელისუფლება ბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების გადაცემასაც.

ასევე უნგრეთი ჯერჯერობით თავს იკავებს შვედეთისა და ფინეთის NATO-ს წევრობაზე თანხმობის რატიფიცირებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „წყურვილის მოსაკლავად იძულებული გავხდი საკუთარი შარდი დამელია“ - 94 საათის შემდეგ 17 წლის ბიჭი ცოცხალი  გამოიყვანეს

* საქართველო თურქეთს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მილიონი ლარით დაეხმარება   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714396312

ახალი ამბები

29 აპრილის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6835 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6760 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტა

1714395076

საზოგადოება

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს“ - სუსი

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე“, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  „აღნიშნ...

ააა

1714390892

სოციალური მედია

„ჩემი პატარა ოთახიდან გამოგზავნილი ერთი სიმღერით რა დღეში ჩავარდნენ „წიწილები“ - „მასტერი“ კრიტიკოსებს პასუხობს

ცოტა ხნის წინ, რეპერმა Masteri-მა ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „ჩემი დროშაა ჯერ“ გაუზიარა საზოგადოებას. გარკვეული ნაწილისგან ვიდეო კლიპმა კრიტიკა დაიმსახურა, რასაც „მასტერი“ სოციალურ ქსელში მორიგი პო...

რეპერი

1714390506

სოციალური მედია

„ჩვენი მიწა-წყალი იქნება ჩვენთვის უპირველესი! მამული, ენა, სარწმუნოება!“ - ზურა ხაჩიძე

დღეს, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება, სადაც პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.  აღნიშნულ სახალხო შეკრებას მომღერალი ზურა ხაჩიძე უერთდება, რომელიც ს...

ააა

1714389775

საზოგადოება

„მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“ - „თბილსერვის ჯგუფი“

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დ...

„თბილსერვის ჯგუფი“