აშშ-ში გემი ბრუკლინის ხიდს შეეჯახა - არის მსხვერპლი

მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი აშშ-ში ბრუკლინის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას BBC წერს.
ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის თქმით, ბორტზე 277 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულია, სულ მცირე, 19 პირი. მათგან, 2 ადამიანს კრიტიკული მდგომარეობა აქვს. დაღუპულია 2 პირი.
როგორც ერიკ ადამსი აცხადებს, ბრუკლინის ხიდს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება, წყალშიც არავინ გადავარდნილა. ეკიპაჟის წევრების დაშავება კი, გემზე ანძების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსი აცხადებს, რომ შეჯახება ელექტროენერგიის გათიშვის გამო მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემის სიგრძე 297 ფუტია. ის ყოველწლიურად გადის ზღვაში, რათა კადეტთა წვრთნა ჩაატაროს. წელს ის მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა, ბორტზე მყოფი 277 ადამიანით. მისი დანიშნულების საბოლოო ადგილი ისლანდია უნდა ყოფილიყო.
1747575169
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: რომის პაპთან შეხვედრა 19 მაისს შედგება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 19 მაისს რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდება. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალი მმართველის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. „დღეს ვატიკანში, წმი...
1747574299
სპორტილაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის ფინალშია
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ფინალში იჭიდავებს. მან ნახევარფინალში ბრაზილიელი ჟოაო სეგატე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ესპანელ ა...
1747571756
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. „კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მი...
1747569897
ახალი ამბებიდღეს შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა
დღეს 18 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში 29ედ აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოებამ პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, ხელი შეუწყოს საზოგადოების განათლებას...
1747567414
მსოფლიორომის პაპი ლეო XIV: ეკლესია ტრადიციების ერთგული უნდა დარჩეს
რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიალზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეკლესიამ ტრადიციული გეზი უნდა შეინარჩუნოს. „ეკლესიაში პროპაგანდის და გავლენებისთვის თამაშის...