დიდი ბრიტანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ტრამპ-პუტინის სამიტის წინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრას უმასპინძლებს

დიდი ბრიტანეთი შაბათს, 9 აგვისტოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერების გზებს განიხილავენ. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული საუბრის შემდეგ განაცხადა.
როგორც აღინიშნა, სტარმერმა და ზელენსკიმ „ევროპის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების მომავალი შეხვედრა განიხილეს“.
შეხვედრას უმასპინძლებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, რომელიც სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა „მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის პროგრესის განსახილველად“.
მანამდე Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები დიდ ბრიტანეთში შეხვედრას გეგმავენ, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამიტამდე პოზიციები შეათანხმონ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდტრამპმა განაცხადა, რომ მისი და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.
1754836240
ახალი ამბებიკახეთში 25 წლამდე კაცი დაჭრეს - დაშავებული თელავის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული
კახეთში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 9 აგვისტოს, გომბორის უღელტეხილზე, ფოლკლორული დღესასწაულის მიმდინარეობისას მოხდა. დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა....
1754833341
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...
1754832678
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში
საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება...
1754829906
საზოგადოებასაუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზ...
1754829145
მსოფლიოვიტალი კლიჩკო: ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა. ამ ომში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ. ჩვენ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და მჯერა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან
ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ BILD-თან ინტერვიუში. ის ღიად აცხადებს, რომ შეთანხმება რუსეთთან, თუნდაც ტერიტორიების დათმობის გზით, შე...