„საკმარისია დათმობები, პუტინთან და აგრესიულ რუსეთთან არანაირი დათმობები და ფაქიზი თამაში წარმატებამდე არ მიგვიყვანს“ - დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ევროპასა და მთელ დასავლეთს აგრესიული რუსეთის წინაშე სიმტკიცისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა“, - ამის შესახებ მან პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთობლივი ვიზიტის დროს განაცხადა.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის ბოლო დღეები და კვირები ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ „რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და აგრესიულ რუსეთთან არანაირი დათმობა და არანაირი ფაქიზი თამაში წარმატებამდე არ მიგვიყვანს, არ იძლევა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე საკმარისი დათმობები იყო.

„საკმარისია დათმობები, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები და კარგად მომზადებულები. პოლონეთი კარგად ემზადება და ევროკავშირი და თქვენ პირადად, ქალბატონო პრეზიდენტო, ასევე, აქ ხართ, რათა ევროპაში ყველა დაარწმუნოთ, რომ ეს საზღვარი არის საზღვარი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ და რომელშიც, ასევე, უნდა ჩავდოთ ევროპული ფული“, - განაცხადა პოლონეთის აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, პოლონეთი მომავალ წელს 200 მილიარდი ზლოტის ინვესტირებას გეგმავს თავდაცვაში.

„მომავალ წელს პოლონეთი 200 მილიარდი ზლოტის ინვესტირებას აპირებს თავდაცვაში, თავდაცვის ინდუსტრიასა და პოლონეთის არმიაში. ამიტომ, ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას და ველით, რომ ევროპის ყველა ინსტიტუტი და ქვეყანა აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოების საკითხს ისეთივე სერიოზულობით მოეკიდება და მკაცრ პოზიციას დაიკავებს აგრესორისა და რუსეთის მიმართ“, - დასძინა პოლონეთის პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756876110

ახალი ამბები

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დ...

დაკავება, პოლიცია

1756875866

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის ცვლილებას ვარაუდობენ. ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში...

ამინდი

1756843965

მსოფლიო

ტრამპი: რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინთან - თუ არაფერი გამოვა, ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. „რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინ...

დონალდ ტრამპი და პუტინი

1756843393

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა ატმოსფერულ ჰაერში, რაც განპირობებულია უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით

 „2 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსა...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1756841024

საზოგადოება

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა

 პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შე...

საგამოძიებო კომის