The Times: ახლა უკვე არსებობს ნიშნები, რომ ტრამპი ევროპას მისი სამშვიდობო ინიციატივის ჩაშლაში დაადანაშაულებს

აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრიდან, რომელიც ალასკაზე გაიმართა, უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი რეალური პროგრესი ჯერაც არ ჩანს - მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას სწორედ რუსეთი აფერხებს, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობას ამის გამო ევროპას დააკისრებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით.
თეთრ სახლში წყაროები, რომლებთანაც ჟურნალისტებმა ისაუბრეს, ვარაუდობენ, რომ ტრამპი ევროპელებს დაადანაშაულებს იმაში, რომ ისინი მოუწოდებდნენ კიევს, არ ყოფილიყო დამყოლი რუსული ულტიმატუმების მიმართ და დალოდებოდა სამშვიდობო შეთანხმების უკეთეს პირობებს.
სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ სიტუაციამ შესაძლოა ტრამპი იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ მან საერთოდ უნდა შეწყვიტოს სამშვიდობო ძალისხმევა. ჟურნალისტებს მოჰყავთ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადება, რომელშიც მან ძალიან სადავო ანალოგია გაავლო და რუსეთის აგრესიული შეჭრა უკრაინაში ეზოში ორი ბავშვის ჩხუბს შეადარა.
გასულ კვირას ტრამპმა ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ყველა მხარეს დააკისრა და კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ზელენსკიც არ არის სრულიად უდანაშაულო“.
The Times-ი მიიჩნევს, რომ პუტინმა ტრამპის რიტორიკაში ბოლო ცვლილებები შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმების გასაგრძელებლად მწვანე შუქად აღიქვას.
„ახლა უკვე არსებობს ნიშნები, რომ ტრამპი ევროპას დაადანაშაულებს მისი სამშვიდობო ინიციატივის ჩაშლაში“, - წერს The Times-ი.
1756835792
სპორტისაქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტზე“ კვიპროსი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე“ კვიპროსი ანგარიშით 61:93 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლი...
1756834351
საზოგადოებანიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას: ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია - ტყუილად ფაფხურობთ, არაფერი გამოგივათ
ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია, - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები „ტყუილად ფაფხურობენ” და საპროტესტო მუხტი...
1756832113
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს ოჯახური კავშირი - ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს
„ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს). ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმ...
1756831477
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული
გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი...
1756829433
ახალი ამბებიბოლო ინფორმაციით, შსს-მ რუსთაველის გამზირზე 23 ადამიანი დააკავა
რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა, ბოლო ინფორმაციით 23-ია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ...