უშაკოვმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შეთანხმებული დეტალები გაასაჯაროვა

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ქალაქ ანკორიჯში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შევიდა და შეთანხმებული დეტალების ნაწილი გაავრცელა.
უშაკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის 15 აგვისტოს ალასკაში გასამართი შეხვედრის პროგრამა შეთანხმებულია. მან დასძინა, რომ ლიდერები თავდაპირველად პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.
პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა მოსკოვის დროით 22:30 საათზე, თარჯიმნების თანდასწრებით დაიწყება. ისინი მოლაპარაკებების დაწყებამდე მოკლე განცხადებებს გააკეთებენ.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, ვლადიმერ პუტინის გარდა, შევლენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კირილ დმიტრიევი.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაც განსაზღვრულია, თუმცა მას ამერიკული მხარე გამოაცხადებს, განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, სამიტის ცენტრალური თემა ომის მოგვარება იქნება, თუმცა შეხვედრაზე სხვა თემებსაც განიხილავენ.
პუტინი და ტრამპი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
1755160481
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ს...
1755158264
სპორტიხვიჩა კვარაცხელია: მადლობა ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით
საქართველოს ნაკრების და „პსჟ-ის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემთან“ გამარჯვების და თასის მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობას გეტყვით ყველას...
1755158199
საზოგადოებანინო თანდილაშვილი: პოლიტიკური და მარეგულირებელი თვალსაზრისით, საქართველომ ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მთავრობათაშორისი მოლაპარა...
1755156912
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ
დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი...
1755156734
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს „სენსაციური“ და „ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ...