„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია“ - მაია ბითაძე
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების სრულფასოვანი წევრი იყო.
„მგონია, რომ 33-წლიანი დამოუკიდებლობის, სამი ომის და ბევრი რყევის შემდგომ დღეს რაღაც ამბიცია უნდა გაგვიჩნდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების სრულფასოვანი წევრი ვიყოთ და ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს თავისუფლად ინფორმაციის გაცვლის საშუალება. მაგალითისთვის ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში აქცია არ იყო დარბეული და გარკვეულწილად ორმაგი სტანდარტის გამოყენება ხდება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს აღქმული იყო რაღაც დანაშაულად ჩვენი მხრიდან. თუმცა, ეს არის ნორმალური, ეს არის სუვერენიტეტი და თავისუფლება”, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მას მიაჩნია, რომ ქვეყანა ამჟამად სუვერენიტეტის გამყარების სტადიაში გადადის.
„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია. სუვერენიტეტი, გარდა იმისა, რომ საზღვრების ურღვეობას ნიშნავს, რაც ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია, ასევე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ახორციელებს სრულ ძალაუფლებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს ასევე უნდა იყოს აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მე ღრმად მწამს, რომ ასეც იქნება საბოლოო ჯამში იმ დიალოგის შედეგად, რომელიც იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება”, - განაცხადა მაია ბითაძემ.
1716013865
ახალი ამბებიგორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა
,,21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება," – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გ...
1716013125
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლო...
1715978455
საზოგადოება„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო
„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...
1715978003
ახალი ამბებიშუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მ...
1715976674
ჰოროსკოპი18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარ...